საქველმოქმედო ღონისძიებები
Techno Georgia საკლუბო სექტორის სახელით აწარმოებს მხარდაჭერის პროგრამებს როგორიცაა მიუსაფართა ცხოველების დახმარება, გარემოს დასუფთავება, შშმ პირების და მოხუცების დახმარების პროგრამებ ი, ფსიქოლოგიური და ნარკოდამოკიდებულთა დახმარების პროგრამები
გარემოს დასუფთავება - მთაწმინდის ტყე ფერდობი - ტერიტორია 1
ორგანიზებულია Techno Georgia-ს უშუალო აქტიურობის მიერ. საკუთარი დაფინანსებით ჩვენ ვაგროვებთ 15 ამდე მოხალისეს, მთაწმინდის მიმდებარე მთე-ბარების დასუფთავებისთვის. უზრუნველყოფილი ყველა საჭირო ხელსაწყოთი და უსაფრთხოების ნორმებით. დაგვჭირდება კვება და სპეციალური პარკები და ხელთათმანები ასევე წვეტიანი ჯოხები

მიუსაფართა ცხოველების დახმარება - კოჯორი
ორგანიზებულია Techno Georgia-ს მიერ. მოცემულ ტერიტორიაზე ჩვენი ინფორმაციით არის ბევრი მიუსაფარი ცხოველი, რომელიც ხშირად რჩებიან მშიერი და ხშირია მათი საბედისწერო ფაქტებიც სადაც სამწუხაროდ ვერ ახერხებენ გადარჩენას. პირველ ეტაპზე მოხდება ცხოველების საკვების შეძენა, გამოკვება და სპეციალური საინფორმაცია ბანერების გამოკრვა, მოსახლეობის ინფორმირებისთვის.

იოგა და ტრანსცენდენტული მედიტაციის ვორქშოპი - ვაკის პარკში
ფსიქოლოგიური პრობლემები, დეპრესია და ნარკოტიკი ხდება მზარდი გამოწვევაა როგორც საკლუბო სექტორისთვის და მისი სტუმრებისთვის ასევე ქართული რეალობისთვის. ამ საკითხის რეგულაციისთვის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი საშუალება არის ადამიანის ცნობიერების ამაღლება და გამაჯანსაღებელი პრაქტიკით ჩანაცვლება რომელიც ეხმარება ადამიანის ფსიქიკას და სხეულს რეაბილიტაციაში და მავნე ჩვევების დაძლევაში. ტრანსცენდენტული მედიტაციის ორგანიზაცია რომელიც დაგვთანხმდა ვორკშოპის ჩატარებაზე, იქნება წარმოდგენილი ღია ცისქვეშ ღონისძიების ფარგლებში. Techno Georgia-ს დასჭირდება უზრუნველყოფა სპეციალური დაფის, დასაფენი ბალიშებისა, პლედების და საკვების, მისი სტენდებინად ასევე წყლების

500 წიწვოვანი ხის დარგვა - მთაწმინდა / კუსტბის ფერდობებზე
2016 წელს თბილისის ისტორიულ ფერდობზე მყოფ წიწვოვან ტყეებს ვირუსული ხოჭო შეესია, რომელიც დივერსიული ანტიეროვნული ქმედება იყო ჩვენი მეზობელი ქვეყნის ლაბორატორიის მიერ. სამწუხაროდ ქართული მხრიდან არ მომხდარა რაიმე რეალური რეაგირება ამ ხეების მოსარჩენად და უბრალოდ მოჭრილი იქნა, შემდეგ ამ მოჭრილი ხეებით გაკეთდა დამატებითი ბილიკები რომელმაც გამოიწვია ჭარბი სტუმრების რაოდენობა და რამაც მოახდინა მომავალში დიდი დაბინძურება როგორც საყოფაცხოვრებო ნაგვით ასევე გაჩნდა მრავალი უსიამოვნო კერები რომელიც ძირითადად ტურისტების მიერ ხდება. ამ პროგრამის მიზანია კვლავ დაირგოს ამ ფერდობებზე და გაშენდეს მჭიდრო წიწვოვანი ხეები, რომელიც არამხოლდო თბილისის ფილტვებად იყო ცნობილი არამედ ხელს უწყობს ამ ლანდშაფტის ნიადაგის მდგრადობას. წიწვოვანი ხეები მეტად ინარჩუნებს კლდოვან ქანებს და ხელს უშლის მის ნაშალს და მიწის ჩამოშლას რომელიც არამხოლოდ საფრთხეს უქმნის ტყის ბინადრებს და ცხოველებს არამედ თვითონ ადამიანებსაც და მოსახლეობას რომელიც განთავსებულია მთის ფერდობის ქვეშ. ამ მაშტაბური პროგრამისთვის დაგვჭირდება როგორც დაფინანსება, ასევე გეოლოგების ჩართულობა და ინფრასტრუქტურა რომელიც სამოქალაქო სექტორს არ გვაქვს. მოსაძიებელი იქნება 500 ნერგი პირველ ეტაპზე. ამასთან დამატებით იქნება სამომავლოდ გამოსაძიებელი ამ პარაზიტი ჭიის წამალი რომლითაც მოხდება მკურნალობა სამომავლოდ. ეს ყველაფერი მოხდება მოდერნიზებულად დრონების მეშვეობით რომელსაც შეეძლება ხეების შეწამლვა. პროექტი იქნება მიტანილი მერიასთან ასევე გარემოს დაცვის სამინისტროში და სამოქალაქო აქტივისტებთან.
